Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მარტი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ?ნტერნეტშეერთება?

კ? love
არა bully



რეკლამა
Advertise on this site
მთვლელი
ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შეხვდა.
"სვირინეტის" და "აირმაქსის" დირექტორი ბესიკი წაქაძე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას წარმოადგენდა ამ შეხვედრაზე.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე
და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს.
„პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს - ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს - ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება.
დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება
ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს“, - განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძე უკვე შეხვდა მოძრაობას „ეს შენ გეხება“, საქართველოს სახალხო დამცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მსხვილი მობილური კომპანიების წარმომადგენლებს.
 
 (ხმები: 2)


Related News


საიტები
თბილისის დრო
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ