"სვირინეტი" და "აირმაქსი" გილოცავთ ახალ 2019 წელს!!!
მოგახსენებთ რომ 2018 წელს ჩვენ ავაშენეთ 10კმ ოპტიკური ქსელი.
ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო ცხადაძეების ,ჯუღელების,ბოჭორიშვილების უბანში.ჩვენმა პარტნიორმა კომპანია ტივიჯიმ ჩართო ჩვენ ქსელშია იპ ტელევიზია გადახვევით .ჩვენი ტივი ბოქსებით შესაძლებელია არამარტო 100 და მეტი არხის მიღება ,არამედ შეგიძლიათ ტელევიზორში ისარგებლოთ ინტერნეტით,იოუთუბით,ფეისბუკით,სკაიპით და მილიონობოით ანდროიდ აპლიკაციით.2019 წელს დაგეგმილია და უკვე დაწყებულია ლომინაშვილები,ხიდაშლები,პაატაშვილების უბნის ოპტიკური კაბელით დაფარვა და მეორე სვირის 90% დაფარული იქნება წლის ბოლომდე. პირველ სვირში განახლდება სამუშაოები და რამოდენიმე ქუჩა კიდევ დაიფარება ოპტიკური ხაზით. ჩვენ კომპანიას აფერხებს მაგთიკომის ექსკლუზიური კონტრაქტი "ენერგოპროჯორჯიასთან",რის გამოც მაგთიკომი კვლავ ცდილობს ხელი შეგვიშალოს ადგილობრივ კომპანიას განვითარებაში და არ გვაძლევს ნებართვას გამოვიყენოთ ბოძები,ასევე რეგიონებში დამფინგურ ფასებს აწესებს და 4 მაგ შეთავაზებებს 14,5 ლარიდან აკეტებს 2 წლის განმავლობაში ,მაშინ როცა თბილისში და არაკონკურენტულ დასახლებულ პუნქტებში თითქმის იგივე პაკეტში 55 ლარიდან ახდევინებს მოსახლეობას. მოგიწოდებთ მიუხედავათ ასეთი ზეწოლისა მხარში დაუდგეთ ადგილობრივ კომპანიას,ამით თქვენ შეინარჩუნებთ 20 ახალგაზრდა ადამიანს სოფელში ,რომლებიც მუშაობენ ჩვენს კომპანიაში და ადგილობრივ ბიუჯეტს არ მოაკლდება ათიათასობით ლარი .
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!
შპს "სვირინეტი"
შპს "აირმაქსი"